logo
ENG



პესკოვის მტკიცებით, "რუსეთს მშვიდობიან მოსახლეობაზე იერიში არ მიაქვს"

06 ოქტ 202316:58
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/06/pnjhv2bbso4v4xy.jpg

კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი რუსული ძალების მხრიდან ხარკივზე სარაკეტო თავდასხმას ეხმაურება. მისი მტკიცებით, "რუსეთს მშვიდობიან მოსახლეობაზე იერიში არ მიაქვს".

"რუსეთს მშვიდობიან მოსახლეობაზე იერიში არ მიაქვს", - ამბობს კრემლის პრესსპიკერი.

გუშინ, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ხარკივის ოლქის სოფელ გროზაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 52 ადამიანი დაიღუპა, 27 კი დაშავდა. თავდასხმის დროს დაზიანდა 2 მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი და დაინგრა ერთი კერძო სახლი. მაშველებმა ნანგრევებიდან 10 წლის ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს. 

წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ეძებენ. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ოკუპანტებმა ისკანდერები გამოიყენეს. 


close დახურვა